GE EN

ABOUT US

ვინ ვართ ჩვენ

მე და ჩემს გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება, პერსპექტივების მრავალფეროვნების რწმენა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული პროდუქტების შექმნის იდეა გვაერთიანებს. გუნდი ახალგაზრდა და მაღალკვალიფიციური ადამიანებისგან შედგება. ამ ადამიანებთან თანამშრომლობის ყველაზე დიდი უპირატესობა, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების შემდეგ, უახლესი ტექნოლოგიების საუკეთესოდ ფლობაა. პიროვნული და პროფესიული განვითარების უწყვეტი სურვილი და საქმის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაც, ჩვენი გუნდის გამორჩეული მახასიათებლებია. ჩემი და ჩემი გუნდის წევრების ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ვეცნობოდეთ და ვგრძნობდეთ უახლესი ტენდენციების მაჯისცემას.

რას ვაკეთებთ

გუნდის საქმიანობის ძირითადი მიმართულება, სხვადასხვა ტიპის ბიზნეს და ორგანიზაციული პრობლემების, გრძელვადიანად და საფუძვლიანად მოგვარებაა. ჩემი და გუნდის ჩართულობით, კომპანიებსა თუ ინსტიტუტებს სხვადასხვა გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირების და თავიანთი საქმიანობის სრულყოფილად გამართვის შესაძლებლობას ვთავაზობ, რაც მათ სამომავლოდ, დამოუკიდებლად მართვის პროცესს გაუმარტივებს.

როგორ ვაკეთებთ

მე და ჩემს გუნდს სამუშაო პროცესში ერთი ოქროს წესი გვაქვს: ყველაზე მარტივი ნაბიჯების გადადგმასაც კი პრობლემის ინდივიდუალურად შეფასების შემდეგ ვიწყებთ, პროცესში უახლესი ტექნოლოგიებით, სტანდარტებითა და ტენდენციების გათვალისწინებით ვხელმძღვანელობთ. ხოლო საბოლოო შედეგს, ჩემოთვლილთა ერთობლიობით და გუნდის შეუზღუდავი რესურსით ვაღწევთ.

USP

ჩემთან და ჩემს გუნდთან თანამშრომლობის მთავარი უპირატესობა, ინდივიდუალური და შედეგზე ორიენტირებული რელსების აღმოჩენაა, რის შემდეგაც გუნდის ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებ საკუთარი ბიზნესისა თუ ორგანიზაციის შეუფერხებლად მართვას. მნიშვნელოვანი უპირატესობაა შეუზღუდავი რესურსიც, რაც განაპირობებს მუდმივ მზაობას, ჩავერთოთ თქვენი საჭიროებების კვლევისა და მასზე მორგებული შედეგის ძიების პროცესში.