GE EN

სტრატეგია & ფინანსები

ორგანიზაციული ანგარიშების მომზადება, ბიზნეს გეგმის შემუშავება, კონკურენტებისა და ბაზრის, როგორც ზოგადი, ასევე დეტალური, მათ შორის, ფინანსური მიმოხილვა, მოსალოდნელი ალტერნატივების დეტალური განხილვა (Scenario Analysis) და მათთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება - თუ ჩამოთვლილ მიმართულებებში პროფესიონალთა დახმარება გჭირდება, ჩემი სტრატეგიული და ფინანსური მომსახურებით ამ პრობლემას მარტივად გადაჭრი.

კვლევა

ჩემი კვლევითი საქმიანობა როგორც სხვადასხვა ბაზრის დეტალურ კვლევას, ასევე ბრენდებისა, პროდუქტებისა და მათთან დაკავშირებული ტენდენციების კვლევას მოიცავს. შენი საჭიროებების მიხედვით, რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევებშიც დაგეხმარები.

დიზაინი

კომპანიასა და ორგანიზაციას თუ ახლა ქმნი, ან არსებულის გაუმჯობესება განიზრახე, იცოდე, რომ ამისთვის უპირველესად ლოგო, მისი სახელმძღვანელო, ბრენდის საერთო იმიჯის განსაზღვრა და ბრენდბუქის შექმნა დაგჭირდება, რაშიც მე დაგეხმარები.

მარკეტინგი & გაყიდვები

მარკეტინგსა და გაყიდვებში პროცესის თანმიმდევრულობა განაპირობებს მის წარმატებას. ამიტომ, ჯერ ბრენდის სტრატეგიულ დოკუმენტს ვქმნი, რომელშიც სიღრმისეულად არის ჩაშლილი მისი ფილოსოფია, ხედვა, ღირებულებები და სხვა ყველა მახასიათებელი. ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმა მეორე ეტაპია, რომელიც უკვე სრულყოფილად შეკრულ ბრენდს აუდიტორიასთან დააკავშირებს - ამისთვის, ბრენდს ვიზუალურად ვასხამ ხორცს, საკომუნიკაციო ენას ვუყალიბებ და მომხმარებელს მის გამოცდილებას ვუზიარებ. ამ უმთავრესი ნაბიჯების დასრულებისას, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებს ვარჩევ, რისთვისაც მას ამ არხში არსებობისთვის საჭირო სტრატეგიას ვუკეთებ. ბოლოს, ამ არხების მართვას წარმატებით ვახორციელებ, როგორც ბრენდის ცნობადობის გაძლიერების, ასევე გაყიდვებისა და მომხმარებლების წასახალისების მიზნით. თუ ჩემი დახმარება, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მიმართულებით გჭირდება, მომმართე.

ოპერაციები & ორგანიზაცია

თუ ბიზნესისა და ორგანიზაციის მართვის გამოცდილება არ გაქვს, ან უკეთესს ისურვებდი, ეს საქმე მე მომანდე. დასაწყისისთვის, შენს საქმიანობას სტრუქტურულად გავმართავ, ორგანიზაციულ პროცესებს განვსაზღვრავ და ამ პროცესებში, უახლესი სტანდარტების გამოყენებით მოქმედებასაც გასწავლი. ასევე, შენი კომპანიის HR სისტემის ან ოპერაციული მენეჯმენტის მართვაც შეგიძლია მომანდო. ნებისმიერი მომსახურება, სამომავლო განვითარებისთვის რეკომენდაციების დოკუმენტის შექმნასაც მოიაზრებს.

ვებ/აპპ დეველოპინგი

Web და App დეველოპმენტი დიდი და მთლიანი პროცესია, თუმცა, ამ პროცესში შემავალი ინდივიდუალური მომსახურებების საჭიროების შემთხვევაშიც შევძლებ დაგეხმარო. საერთო ჯამში კი პროცესი ასე იგეგმება: იქმნება ტექნიკური დოკუმენტი, მუშავდება ვებდიზაინის კონცეფცია და მისი დადასტურების შემდგომ, საბოლოო დიზაინი იქმნება. ბექენდ და ფრონდენტ დეველოპმენტის დასრულების შემდეგ, პროცესიც სრულდება.

SOFTWARE DEVELOPMENT

შენი ორგანიზაციისა თუ ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რამდენიმე მიმართულებას გთავაზობ: შეგიძლია, ჩემი დახმარებით ტექნიკური დოკუმენტი შექმნა, რომლითაც ამ პროცესში დამოუკიდებლად მოქმედება შეგეძლება. თუმცა, თუ ჩემს საჭიროებას კვლავ იგრძობ, ორგანიზაციული პროცესების დოკუმენტთან ადაპტირებაშიც დაგეხმარები. UX/UI დიზაინში, უმაღლესი ტექნოლოგიითა და ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით ვხელმძღვანელობ.